წვრილი საკედლე ბლოკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:26, 2 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
წვრილი საკედლე ბლოკი – ბლოკი დამზადებული უჯრედოვანი ბეტონისაგან. გამოიყენება გარე და შიგა კედლებისათვის მცირე- და მრავალსართულიანი შენობის კარკასის შესავსებად. ბლოკი რეკომენდებულია არაუმეტეს 75% ფარდობითი ტენიანობის შენობებში. სარდაფის, ცოკოლისა და შენობის იმ ნაწილისათვის, სადაც ბეტონის ძლიერი დატენიანებაა შესაძლებელი, ასეთი ბლოკების გამოყენება აკრძალულია.