წიდაპემზაბეტონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:01, 2 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
წიდაპემზაბეტონი – მსუბუქი ბეტონის სახეობა, რომელშიც მსხვილ შემავსებლად გამოიყენება წიდაპემზის ღორღი ან ხრეში, ხოლო შემკვრელად – პორტლანდცემენტი, წიდაპორტლანდცემენტი, წიდასულფატცემენტი ან წიდაკირი. ზოგჯერ იყენებენ კომპოზიტურ შემკვრელს ცემენტის საფუძველზე (სილიკატურ ან ალუმინსილიკატის შედგენილობით). გამოიყენება დინამიკურ დატვირთვებზე მომუშავე კონსტრუქციებში.