წიდაცემენტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:13, 2 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
წიდაცემენტი – მსუბუქი დაბალხარისხიანი ცემენტის ნაირსახეობა, რომლის შემავსებელს წარმოადგენს მეტალურგიული წარმოების ნარჩენი – ბრძმედული წიდა. წიდა შეიცავს შეკვრის უნარის მქონე კალციუმის სილიკატს და ინერტულ ნივთიერება გელენიტს; გოგირდი დასაშვებია 2-4%. წიდის უნარი, მოგვცეს შემკვრელი, დამოკიდებულია გაცივების პირობებზე. საჭიროა მისი სწრაფად გაცივება, რათა არ მოხდეს კრისტალიზაცია და მივიღოთ მინისებრი ამორფული სტრუქტურა. მისი გააქტიურება ხდება გრანულირების სველი ან ნახევრადმშრალი მეთოდით.