წინდა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:03, 11 ნოემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
წინდა - ფეხსამოსი. ქსოვენ მატყლის, ბამბის, ყაჭისა და აბრეშუმის ძაფისაგან. წინდა ორი სახისაა: მაღალყელიანი (მუხლამდე, ზოგჯერ მუხლსაც ფარავდა, და დაბალყელიანი (წვივს ფარავდა). მაღალყელიან წინდას მხოლოდ ქალები ხმარობდნენ, დაბალყელიანს კი - ქალიცა და კაციც. ძირითადად იცოდნენ „თეთრი“ და „ჭრელი“ წინდების ქსოვა. ახალგაზრდის წინდა მეტად მრავალფერადი და რთულსახიანი იყო, ვიდრე ხანშიშესულისა. ერთმანეთისაგან განირჩეოდა საქორწინო-სამგლოვიარო და საშინაო-საგარეო წინდებიც.
ლიტერატურა
ც. ყარაულაშვილი, ქსოვის ხალხ. წესები კახეთში, 1985. გ.კ.