წიფელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:45, 3 ოქტომბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
წიფელი - (Fagus orientalis Lipsky); ოჯახი: წიფლისებრნი (Fagaceae). 20-40 მ. სიმაღლის ხეა, გლუვი, რუხი ან თეთრი ფერის ქერქით. ფოთლები რიგ-რიგად ორ მწკრივად არის განლაგებული. ფორმით ელიფსურიდან უკუკვერცხისებურამდე. კიდეებზე ოდნავ ტალღისებური ან ოდნავ დაკბილულია. ფოთლის ფირფიტის სიგრძე 8-12 სმ-ია, სიგანე – 3-9 სმ. ზედა მხრიდან მუქი მწვანე ფერისაა, პრიალა, შიშველი. ქვედა მხარე ღია მწვანეა, ძარღვების გაყოლებაზე შებუსული. ყვ. IV-V; ნაყ. IX-X. კახეთის რეგიონის ტყეების მთავარი ტყის შემქმნელი სახეობაა. გავრცლებულია დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე. კახეთში მისი ნახვა ყველგან არის შესაძლებელი. გავრცელებულია მთელ საქართველოში, გარდა თუშეთისა და აღმ. საქართველოს ჭალის ტყეებისა.