ჭართალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:02, 13 იანვარი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჭართალი — ჭართალი თეთრი არაგვის მთიანეთის უკიდურესი სამხრეთით მდებარე პატარა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეა – ის უფრო მთიდან ბარში გარდამავალი ზონაა. ჩრდილოეთით ჭართალს ხანდო ესაზღვრება, სამხრეთით ის სოფელ მენესოში მთავრდებოდა. XIV საუკუნის სამართლის წიგნის – „ძეგლის დების” მიხედვით მთიანეთის უკიდურეს სამხრეთ პუნქტად მენესოა დასახელებული.

ჭართლის ეთნოგრაფიული თემი არასდროს არ შედიოდა მთიულეთის ეთნოგრაფიულ რეგიონში. ამ თემის მკვიდრნი ქართლურ დიალექტზე მეტყველებენ. ჭართალში დროთა განმავლობაში მოსახლეობა შეიცვალა, სადაც მხოლოდ ორი გვარია ადგილობრივი მკვიდრი. ჭართლის დანარჩენი მოსახლეობა ხევსურეთიდანაა გადმოსახლებული XVII საუკუნის პირველ ნახევარში, XIX საუკუნის შუა ხანებიდან კი – მთიულეთიდან და გუდამაყრიდან.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები