ხახვისთავა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:18, 23 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხახვისთავა

ხახვისთავა - (Grossheimia macrocephala [Muss. Puschk. Ex Willd.] Sosn. & Takht.); ოჯახი: რთულყვავილოვნები (Asteraceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 60-100 სმ. სწორი, მსხვილი, მარტივი ან დატოტვილი ღეროთი. თხლად არის შებუსული ხუჭუჭა ბეწვით. ქვედა ფოთლები ფართო-ლანცეტა ფორმისაა, ყუნწად წარზიდული. ღეროსეული ფოთლები მჯდომარეა. ყველა ფოთოლი კიდეებზე ამოღრღნილ-დაკბილულია. კალათები სფეროსებურ-კონუსისებურია, კენწრული, მარტოული, კალათის ძირში ღერო გამსხვილებულია. ყვავილედი კაშკაშა ყვითელი ან მოყვითალო-ყავისფერია. ყვ. ნაყ. VII-IX. გვარი Grossheimia კავკასიის ენდემური გვარია. მცენარე იზრდება ტყის ზედა და სუბალპურ სარტყლებში, მდელოებზე, მაღალ ბალახეულობაში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე. საქართველოში გვხვდება სპორადულად.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები