ხის ნახერხი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:05, 22 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ხის ნახერხი − მსუბუქი ფხვიერი პროდუქტი (ნარჩენი), რომელიც მიიღება ხე-ტყის დახერხვის შედეგად. გამოიყენება შემვსებად ხე-პლასტმასის ფილებისა და წებოს წარმოებაში, საშენ მასალათა რიგ წარმოებებში ამოსაწვავი დანამატის სახით, საწვავად ინდივიდუალურ გათბობის ღუმლებში და სხვ.