ხის სახურავი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:21, 18 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ხის სახურავი (ინგლ. wooden roof) – სახურავის კონსტრუქცია, შედგენილი სხვადასხვა ტიპის ხის ნივნივებისა და ბურულისაგან. აგების მარტივი ტექნოლოგიის გამო ასეთი სახურავი ყველაზე პოპულარულია კერძო სამშენებლო ობიექტებზე.
ხის სახურავის სანივნივე სისტემის ძირითადი ელემენტებია: სანივნივე ფეხი ან წამწე, მაუერლატი, გრძივი, შემკოჭი, ირიბები, დგარები, წოლანა, მოლარტყვა, ბურული, კეხი და შვერილი. ბურულად შეიძლება გამოყენებული იყოს გარანდული ფიცარი, სოლყავარი, თლილი ყავარი და სხვ.
