ხოშატიანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:22, 11 ნოემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხოშატიანითქმულება ვეშაპთმებრძოლ გმირ ხომატზე. ვეშაპებთან ბრძოლის თემა პოპულარულია როგორც ზღაპრულ, ისე საგმირო ეპოსში. ხომშატი ურჩხულს მოხერხებულობით კლავს და ხალხს აწიოკებისგან გადაარჩენს. თვითონ ხოშატი ვეშაპის შხამით იღუპება. ბრძოლის ადგილს ეკლესია აუშენებიათ, მას ახლაც ხოშატიან საყდარი ეწოდება. თქმულება გვხვდება პროზად და ლექსად. ლექსითი ვარიანტები მომდინარეობენ მ. ჯავჭვაძის წიგნიდან „ჭაბუკის ნაამბობი“, „ხოშატ-ეგრეზიანი“. დაიბეჭდა თბილისში 1904 წ. და პოპულარობით სარგებლობდა.

ვ. მაცაბერიძე


ლიტერატურა

ჩხაიძე მ., ხოშატიანი, ი. გოგებაშვილის სახ. თელავის სახ. პედ. ინსტიტუტის შრომები, II, 1959.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები