ჯავშანსატანკო ჯარები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჯავშანსატანკო ჯარები - ბევრი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების გვარეობა. ჯავშანსატანკო ჯარებში შედის ჯავშანსატანკო დივიზიები, ჯავშანკავალერიის პოლკები, მექანიზებული და ქვეითთა დივიზიების სატანკო ბატალიონები.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017