ჯარგვალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:02, 13 სექტემბერი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჯარგვალი - პრიმიტიული საცხოვრებელი სახლის ტიპი სამეგრელოში. ფაცხისაგან განსხვავებით ჯარგვალის კედლები ნაგები იყო გრძელი გაჩორკნილი ძელებით, იყო ოთხკუთხედი ფორმისა, მიწურიატაკიანი და ორფერდასახურავიანი ისლით გადახურული. სოციალურად დაწინაურებული მოსახლეობის ფენებში ჯარგვალი გვხვდება ოდის კომპლექსთან და შეძლებული მეპატრონის უნარის მიხედვით მისი ფორმები და შენების ხარისხი უფრო დახვეწილად და მკვიდრად გამოიყურება.
- ე.ნ.
