ჯარების გვარეობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯარების (ძალების) გვარეობა - შეიარაღებული ძალების სახეობის შემადგენელი ნაწილი. მოიცავს სამხედრო ფორმირებებს, რომლებსაც აქვთ მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი ძირითადი შეიარაღება, სამხედრო ტექნიკა და მათი საბრძოლო გამოყენების ხერხები.

მთელი რიგი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში ჯარების გვარეობას განეკუთვნება:

სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარებში - სტაციონარული და მობილური ბაზირების ჯარები, საჰაერო-კოსმოსური ჯარები;

სახმელეთო ჯარებში - ქვეითი, სატანკო ჯარები, სარაკეტო ჯარები და სახმელეთო ჯარების არტილერია, სახმელეთო ჯარების ავიაცია (საჰაერო-სადესანტო ჯარები დამოუკიდებელი ჯარის გვარეობად არის გამოყოფილი);

სამხედრო-საჰაერო ძალებში (ავიაციის გვარეობა) - ბომბდამშენი, გამანადგურებელ-ბომბდამშენი, მოიერიშე, გამანადგურებელი, სადაზვერვო, სამხედრო-სატრანსპორტო ავიაცია, აგრეთვე საჰაერო, საზენიტოსარაკეტო, რადიოტექნიკური ჯარები;

სამხედრო-საზღვაო ძალებში - წყალზედა, წყალქვეშა ძალები, საზღვაო ავიაცია, აგრეთვე სანაპირო ჯარები. ბრძოლასა და ოპერაციაში

ჯარების (ძალების) გვარეობებს იყენებენ, როგორც წესი, ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთქმედებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები