ჯარების ჯგუფი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:42, 8 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჯარების ჯგუფი - შეიარაღებული ძალების ოპერატიული ან ოპერატიულ-ტაქტიკური გაერთიანება. იქმნებოდა II მსოფლიო ომის წლებში იზოლირებულ მიმართულებებზე ჯარების სხვა დაჯგუფებებისგან მოწყვეტით მოქმედი რამდენიმე შენაერთის ან ნაწილის ძალისხმევის გაერთიანებისთვის, ან სპეციალური ამოცანების შესასრულებლად.
ჯარების ჯგუფი შეიძლება შეიქმნას ომში დამარცხებული მტრული სახელმწიფოების ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის განსახორციელებლად, ხოლო მშვიდობიანობის დროს - მოკავშირე ქვეყნების ტერიტორიებზე სამოკავშირეო ვალდებულებების შესასრულებლად.