ჰამბარჯუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:55, 9 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰამბარჯუმ-ი (სომხ. Համբարձում – „ამაღლება“) – მაცხოვრის ამაღლების სომხური დღესასწაული, რომელიც ხალხში ვიჩაქის („კენჭისყრა“) სახელით არის ცნობილი; აღინიშნება აღდგომიდან მეორმოცე დღეს – ხუთშაბათს. სხვა დღესასწაულებისგან განსხვავებით, ამბარჯუმის დღეს ცხოველთა შეწირვა იკრძალებოდა. მეწველ საქონელსა და ხარებს თავიდან ფეხებამდე ყვავილებით ამკობდნენ, რადგან ეს დღე ყვავილთა ზრდის დღესასწაულთან იყო ასოცირებული. ოთხშაბათიდან ქალიშვილები და ახალგაზრდა ქალები კრეფდნენ შვიდ ყვავილს, შვიდი ხის შვიდ ფოთოლს, აგრეთვე, შვიდი წყაროდან იღებდნენ წყალსა და კენჭებს; ზოგან ამას უბრად და მამაკაცთაგან მალულად აკეთებდნენ და მათთან შეხვედრის შემთხვევაში ყრიდნენ ყვავილებს და ღვრიდნენ წყალს, შემდეგ კი ხელახლა აგროვებდნენ; ბოლოს, თაიგულებს წნავდნენ და, რაც მთავარია, ხვალინდელი წილისყრისთვის დოქს წყლით, ყვავილებით, ფოთლებითა და კენჭებით ავსებდნენ. იმისათვის, რომ მთვარისა და ჯადოსნური მაისის ღამის წმინდა ძალა შეესრუტა და დილის ნამით კურთხეულიყო, დოქს ღია ცის ქვეშ ტოვებდნენ.

ოთხშაბათ-ხუთსაბათის მიჯნა სასიყვარულო მოლოდინისა და იდუმალ ძალთა გახსნის ღამედ ითვლებოდა. ქალები ღამით ველზე გადიოდნენ და სამკურნალო ბალახებს კრეფდნენ; ბავრი მათგანი ბანაობდა, რადგან სწამდათ, რომ ამ ღამით გამდინარე წყალში სამოთხის უკვდავების წვეთები ეცემოდა და იგი ყოველგვარ სნეულებას კურნავდა. ეს იყო ცხოვრებაზე, კეთილდღეობაზე, სიყვარულზე მკითხაობის ღამეც; დილით ღამის ცვარს აგროვებდნენ, ხელ-პირს იბანდნენ, აწვეთებდნენ სასმელი წყლის, რძის, ყველის, ერბოსა და ფქვილის შესანახ ჭურჭელში. მთელი ახალგაზრდობა, განსაკუთრებით უშვილო ქალები, ცვრიან ბალახზე ფეხშიშველი დადიოდა. შუადღისთვის სოფელი მინდორში, წყაროებთან იკრიბებოდა, სადაც ახალგაზრდები „კენჭის საყრელად“ ემზადებოდა: ქალიშვილები მღეროდნენ ტექსტებს, რომლებშიც იმათი მომავალი იყო ნაწინასწარმეტყველები, რომელთა საგნები „კენჭისყრის პატარძალს“ დოქიდან ამოჰქონდა; დაღლილ-დაქანცულნი შინ კვლავ სიმღერით ბრუნდებოდნენ.

ჰამბარჯუმიდან მაცხოვრის ამაღლებამდე წმინდანთა თაყვანისცემა წყდებოდა: მიიჩნევდნენ, რომ „წმინდანები ამ დროს ამაღლებულნი იყვნენ“.


ლიტერატურა

  • Абегян М. Х. История древнеармянской литературы. Ереван, 1975;
  • Харатян Гр. С., Мкртчян С. С. Праздничная культура: традиции и современность // Армяне. Ответственные редакторы: Л. М. Варданян, Г. Г. Саркисян, А. Е. Тер-Саркисянц. М., 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები