ჰაუპტვახტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:36, 24 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჰაუპტვახტი - (გერმანული - hauptwache), სპეციალური შენობა, სადაც დაპატიმრებულ სამხედრო მოსამსახურეს ათავსებენ. ჰაუპტვახტში ათავსებენ დისციპლინარული წესით, სამძებრო ორგანოების მიერ დაპატიმრებულ, სამართალში მიცემულ სამხედრო მოსამსახურეს და მას, ვისაც სამხედრო ტრიბუნალმა ჰაუპტვახტი მიუსაჯა.