ჰიდრომეტალურგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:33, 21 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰიდრომეტალურგია – (იბერძ. hydor წყალი და metallurgeo მოვიპოვებ მადანს, ვამუშავებ ლითონებს), ქიმიური რეაგენტების დახმარებით ლითონის გამოცალკევება მადნებიდან, სხვადასხვა საწარმოების კონცენტრატებიდან და ნარჩენებიდან. ჰიდრომეტალურგიის მთავარი ოპერაციებია: მადნის მექანიკური დამუშავება (მსხვრევა, დაქუცმაცება, კლასიფიცირება, შესქელება), მადნის ან კონცენტრანტის ქიმიური შემადგენლობის შეცვლა (გამოწვა, შეცხობა, ქიმიური რეაგენტებით დაშლა), გამოტუმბვა, გაუწყლოება, გამორეცხვა, ხსნარების გაკამკამება და მავნე მინარევების მოცილება, ხსნარებიდან მეტალების ან მათი ნაერთების დალექვა, ნალექების გადამუშავება.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები