ჰიდროფობული ცემენტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:01, 31 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჰიდროფობული ცემენტი − შემკვრელი ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება წვრილად დაფქული პორტლანდცემენტის კლინკერის თაბაშირთან და ჰიდროფობულ დანამატებთან (ასიდოლი, მილონაფტი, ოლეინის მჟავა და სხვ.) შერევით. დანამატი, რომლის რაოდენობა შეადგენს ცემენტის მასის 0,1-0,3%-ს, წარმოქმნის ცემენტის ნაწილაკების ზედაპირზე უთხელეს ჰიდროფობულ (მონომოლეკულურ) აფსკებს, რომელიც ამცირებს ცემენტის ჰიგროსკოპულობას და იცავს მას გაფუჭებისგან დიდი ხნის შენახვის დროს ტენიან გარემოშიც კი. ჰიდროფობული ცემენტიზე დამზადებული ბეტონები და დუღაბები, ჩვეულებრივ ცემენტზე დამზადებულისაგან განსხვავებით, გამოირჩევა ნაკლები წყალშთანთქმადობით, ყინვამედეგობითა და წყალგაუმტარობით.