Limodorum abortivum Sw
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:52, 20 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
Limodorum abortivum [L.] Sw. – ოჯახი: ჯადვარისებრნი (Orchidaceae); ღერო მაღალი და მსხვილია, ფოთლები ქერცლისებურია. ყვავილედი – მეჩხერი, თანაყვავილები – ლანცეტა, ყვავილზე მოკლე. ტუჩი მთლიანია და ქვევითაა მიმართული, ყვავილსაფარზე მოკლე. მუქი იისფერ-ლილისფერი. დეზი ვიწროა, ნასკვი სწორია და მოკლეყუნწიანი. ყვ. ნაყ. IV-VI. დაბლობის მცენარეა, იზრდება ფოთლოვან ტყეებში, ბუჩქნარში. იშვიათად გვხვდება. პარაზიტი მცენარეა. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ შაქრიანისა და ქალაქ თელავის მიდამოებში.