Linum nodiflorum L

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:42, 23 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Linum nodiflorum L.

Linum nodiflorum L. – ოჯახი: სელისებრნი (Linaceae). 10-55 სმ სიმაღლის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო სწორია ან წამოწეული, ზედა ნაწილში შიშველი, ძირში მცირედ შებუსული. ქვედა ფოთლები ნიჩბისებურია. ზედა ფოთლები მჯდომარეა, ლანცეტა ან ფართო-ხაზური, 3-5-ძარღვიანი, შიშველი ან ქვედა მხარეზე შებუსული. ყვავილები ყვითელია. ყვ. ნაყ. VI-VII. მცენარე იზრდება დაბლობიდან შუა სარტყლამდე – მდელოებზე, ბუჩქნარებში და ტყის პირას, მინდვრებში და ფერდობებზე. კახეთში ამ მცენარის ნახვა შესაძლებელია ქალაქ წნორის მიდამოებში. გავრცელებულია აფხაზეთში, ქართლსა და ქვემო ქართლში.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები