შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ. |
მალხაზ კოროშინაძე![]()
ბიოგრაფიასაბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი, საერთაშორისო კლასის არბიტრი, მრავალი სპორტული ჯილდოს მფლობელი, "სპარტაკის" ლეგენდარული კაპიტანი. ის 70-იანი წლების მორაგბეთა ელიტის მშვენება გახლდათ. რაგბი თბილისის "სპარტაკში" დაიწყო და ბოლომდე ამ კლუბს უერთგულა. ის საბჭოთა ნაკრების კანდიდატიც გახლდათ. ის მეორე ხაზში გამოდიოდა და ფიზიკური აღნაგობაც უწყობდა ხელს. 1972 წლიდან ის "სპარტაკის" კაპიტნად აირჩიეს და 80-იან წლებამდე სამკლაური არ მოუხსნია. მის გუნდს მისი თავკაცობით მრავალი გამარჯვება უზეიმია- როგორც ადგილობრივ, ისე საკავშირო სარბიელზე. აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ ის სარაგბო მსაჯი გახდა და აქაც წარმატებით იღწვოდა. 1987 წელს სსრკ-ში ერთ - ერთი საუკეთესო იყო, რის გამოც "ოქროს სასტვენით" დააჯილდოვეს. იგი საკავშირო ფედერაციის მსაჯი კოლეგიის წევრი გახლდათ. საკავშირო ასპარეზობების გარდა მრავალი საერთაშორისო მატჩიც აქვს ჩატარებული. ის დღესაც ახალგაზრდული შემართებით ემსახურება ქართულ რაგბის. ეროვნულ რაგბის კავშირში ჭაბუკთა საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარეა და სიყვარულით უძღვება ამ რთულ საქმეს.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |