Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads. The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes. |
როლანდ ხომერიკი![]()
Biographyდაიბადა ოზურგეთში. კალათბურთი, მსაჯი, მწვრთნელი. სსრკ ჩემპიონი იუნიორთა შორის (1952). საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი (1973). მსაჯობა დაიწყო 20 წლის ასაკში. 1956 წლიდან მსაჯობდა სსრკ უმაღლესი ლიგის მატჩებს. იმსაჯა ქალთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის შეხვედრები (1976), მათ შორის მატჩი III ადგილისთვის, ევროტურნირების მრავალი შეხვედრა როგორც კაცთა, ისე ქალთა გუნდებს შორის. საქართველოს სპორტკომიტეტის კალათბურთის სახელმწიფო მწვრთნელი (1972-76), საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1976-81), სპორტკომიტეტის სპორტთამაშების სამმართველოს უფროსი (1981-91), საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი (1991-99) და საშეჯიბრებო კომიტეტის თავმჯდომარე (2001-იდან). ღირსების ორდენის კავალერი. წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 335 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |