The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



დავით კვაჭაძე

დავით კვაჭაძე
დაბადების თარიღი:25 დეკემბერი, 1951  (72 წლის)
კატეგორია:კრივი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. მოკრივე (81 კგ). ევროპის ჩემპიონი (1977), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1976, 77, 79), მოსკოვის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1980, მეოთხედფინალში ქულებით დამარცხდა იუგოსლავიელ სლობოდან კაჩართან, რომელიც შემდეგ ჩემპიონი გახდა). საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1977). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. 

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  139 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ბურევესტნიკი" თბილისი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1978 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. ჰალე
  • 1978 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. თბილისი
  • 1977 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ფრუნზე
  • 1976 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. სვერდლოვსკი (ქვემძიმე კატეგორია)

გააზიარე: