დაიბადა თბილისში. მოკრივე (81 კგ). ევროპის ჩემპიონი (1977), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1976, 77, 79), მოსკოვის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1980, მეოთხედფინალში ქულებით დამარცხდა იუგოსლავიელ სლობოდან კაჩართან, რომელიც შემდეგ ჩემპიონი გახდა). საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1977). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 139 გვ.