Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads. The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes. |
ომარ ბრეგვაძე![]()
Biographyდაიბადა ქ. ამბროლაურში 1955 წ. დაამთავრა ამბროლაურის რ-ის პირველი საშუალო სკოლა. 1965 წლიდან სსრ კავშირის სპორტის ოსტატი. 1968 წ. დაამთავრა გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის სპეციალობით. 1968-1970 წწ. ამბროლაურის მუშა-ახალგაზრდობის საშუალო სკოლის დირექტორი და ამბროლაურის მეორე საშუალო სკოლის ისტორიის მასწავლბელი. 1970 წ.-დან გარდაცვალებამდე ამბროლაურის სპორტული სკოლის დირექტორი. ომარ ბრეგვაძემ მთელი ცხოვრება სპორტს (სპორტულ ასპარესზე არა ერთ წარმატებას მიაღწია), სპორტის განვითარებას და შემდგომ ახალგაზრდა თაობის აღზრდას მიუძღვნა. მისი ხელმძღვანელობის პეროდში ამბოლაურის სპორტული სკოლის მოსწავლეებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს (მოსწავლეთა რესპუბლიკურ პირველობაზე 1982 წ. 32-ე სპარტაკიადაზე მეოთხე ადგილი, 33-ე სპარტაკიადაზე მესამე ადგილი, ხოლო 34-ე სპარტაკიადაზე პირველი ადგილი დაიკავეს. წარმატებები მხოლოდ ამით არ შემოიფრგლება, ამის დასტურია ის უამრავი ჯილდო, გარდამავალი თასი, დიპლომი და სიგელი, რომელიც ამბროლაურის სპორტულ სკოლას აქვს მიღებული მისი ხელმძღვანელობის პერიოდში). საქმისადმი უსაზღვრო ერთგულება და დიდი შრომა დაუფასდა, რისი დასტურია მიღებული მრავალი ჯილდო და სიგელი:
Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |