The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



გიორგი შარაშიძე

გიორგი შარაშიძე
დაბადების თარიღი:9 მარტი, 1928
გარდაცვ. თარიღი:3 აპრილი, 2002  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:მწვრთნელი, ხელბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. ხელბურთის მწვრთნელი. თბილისის “ბურევესტნიკისა” (1957-67) და სსრკ ნაკრების (1965-68) მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით “ბურევესტნიკი” ორჯერ გახდა სსრკ ჩემპიონი (1962, 64), სამჯერ – მეორე (1965, 66, 67) და მესამე (1963) პრიზიორი. სსრკ ნაკრებმა მისი თავკაცობით მსოფლიოს ჩემპიონატში (1967) IV ადგილი დაიკავა. იყო თბილისის სპორტკომიტეტის თავმჯდომარე (1968-73). სსრკ დამსახურებული მწვრთნელი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  329 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ბურევესტნიკი" თბილისი

გააზიარე: