The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



გივი ზაუტაშვილი

გივი ზაუტაშვილი
დაბადების თარიღი:5 თებერვალი, 1938  (86 წლის)
კატეგორია:მწვრთნელი, ძიუდო

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ ბერშუეთში (გორი). ძიუდოს მწვრთნელი. სსრკ ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელი (1976-80). მისი აღზრდილები არიან: ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები – შოთა ხაბარელი, თემურ ხუბულური (ორივე – ძიუდო), იოსებ ახალბედაშვილი და აკაკი ხანიშვილი (ორივე – სამბო). სსრკ დამსახურებული მწვრთნელი. ღირსების ორდენის კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  331 გვ.


გააზიარე: