ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
გივი ზაუტაშვილი
დაბადების თარიღი: | 5 თებერვალი, 1938 (87 წლის) |
კატეგორია: | მწვრთნელი, ძიუდო |
ბიოგრაფია
დაიბადა სოფელ ბერშუეთში (გორი). ძიუდოს მწვრთნელი. სსრკ ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელი (1976-80). მისი აღზრდილები არიან: ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები – შოთა ხაბარელი, თემურ ხუბულური (ორივე – ძიუდო), იოსებ ახალბედაშვილი და აკაკი ხანიშვილი (ორივე – სამბო). სსრკ დამსახურებული მწვრთნელი. ღირსების ორდენის კავალერი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 331 გვ.
|