ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
ანატოლი მილჩენკო
დაბადების თარიღი: | 26 მარტი, 1938 |
გარდაცვ. თარიღი: | 28 დეკემბერი, 2011 (73 წლის ასაკში) |
კატეგორია: | მსაჯი, ფეხბურთი |
ბიოგრაფია
დაიბადა ბორჯომში. ფეხბურთი, მსაჯი. თამაშობდა ბორჯომის “განთიადში” (1955), თბილისის ასკ-სა (1956-61) და სოხუმის “დინამოში” (1962-63). საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. 30-ზე მეტი საერთაშორისო მატჩის, მათ შორის მოსკოვის ოლიმპიადის (1980), მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევი ტურნირების, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის (1979) და უეფას იუნიორთა ტურნირის (1975) არბიტრი. სულ სსრკ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში იმსაჯა 202 მატჩი (1967-86, მეორე შედეგი), საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში – 38 (1990-91). 13-ჯერ დაასახელეს სსრკ 10 საუკეთესო მსაჯს შორის. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა და საინსპექტორო კომიტეტის თავმჯდომარე (1998-იდან). საქართველოს მსაჯთა აკადემიის რექტორი. 2000 წელს აღიარეს XX საუკუნის საქართველოს საუკეთესო არბიტრად. ღირსების ორდენის კავალერი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 335 გვ.
|