The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Athletes
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads.

The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes.



ანატოლი მილჩენკო

ანატოლი მილჩენკო
Date of birth:26 March, 1938
Date of death:28 December, 2011  (at 73 years)
Category:Referee, Foodball

Biography

დაიბადა  ბორჯომში. ფეხბურთი, მსაჯი. თამაშობდა ბორჯომის “განთიადში” (1955), თბილისის ასკ-სა (1956-61) და სოხუმის “დინამოში” (1962-63). საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. 30-ზე მეტი საერთაშორისო მატჩის, მათ შორის მოსკოვის ოლიმპიადის (1980), მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევი ტურნირების, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის (1979) და უეფას იუნიორთა ტურნირის (1975) არბიტრი. სულ სსრკ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში იმსაჯა 202 მატჩი (1967-86, მეორე შედეგი), საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში – 38 (1990-91). 13-ჯერ დაასახელეს სსრკ 10 საუკეთესო მსაჯს შორის. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა და საინსპექტორო კომიტეტის თავმჯდომარე (1998-იდან). საქართველოს მსაჯთა აკადემიის რექტორი. 2000 წელს აღიარეს XX საუკუნის საქართველოს საუკეთესო არბიტრად. ღირსების ორდენის კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  335 გვ.


Share: