The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Athletes
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads.

The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes.



ჯუმბერ წიკლაური

ჯუმბერ წიკლაური
Date of birth:4 April, 1940
Date of death:21 September, 2021  (at 81 years)
Category:Water polo

Biography

ჯუმბერ წიკლაური მიეკუთვნებოდა იმ გამოჩენილ ქართველ წყალბურთელთა რიცხვს, რომლებმაც წყალბურთი სპორტის ეროვნულ სახეობად აქციეს და მას საქვეყნოდ გაუთქვეს სახელი. ნოდარ გვახარიასთან, გივი ჩიქვანაიასთან, ლერი გოგოლაძესთან, ირაკლი ჩხიკვაძესთან, ოთარ მიმინოშვილთან და იმ პერიოდის სხვა გამოჩენილ წყალბურთელებთან ერთად ჯუმბერ წიკლაური მრავალი წლის განმავლობაში ქმნიდა თბილისის დინამოს და საქართველოს ნაკრების სახელოვან ისტორიას ძირითადი დამცველის და პლეიმეკერის სახით. სპორტული კარიერის დასრულების შემდგომ, მან მთელი თავისი ცხოვრება დაუკავშირა წყალბურთს და როგორც თბილისის დინამოს და საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ღირსეული წვლილი შეიტანა ამ გუნდების ყველა წარმატებაში. რამდენიმე წელი ჯუმბერ წიკლაური სათავეში ედგა ქუვეითის ეროვნულ ნაკრებს. ის შესანიშნავი მეგობარი და ყველა ღონისძიების სათავეში მდგომი ადამიანი იყო. 


Share: