The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



სურენ ოგანეზოვი

სურენ ოგანეზოვი
დაბადების თარიღი:1909
გარდაცვ. თარიღი:1976  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:კალათბურთი

ბიოგრაფია

მისი სპორტული კარიერა "თბილისის საბჭოთა ვაჭრობის მუშაკთა გუნდში" დაიწყო (1924–1929). 1930 წლიდან თამაშობდა თბილისის „სტროიტელში“ (1930–1934). 1935 წლიდან, ომის დაწყებამდე, იყო თბილისის „დინამოს“ მოთამაშე (1935–1941). სურენ ოგანეზოვი გახლდათ დიდი სამამულო ომის მონაწილე. 1944 წელს დაბრუნდა მოქმედი არმიიდან და თბილისის არმიის სპორტული კლუბის (ასკ თბილისი) გუნდში განაგრძო თამაში (1944–1949). ამ გუნდში თამაშის პერიოდში ორჯერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1944, 1946) და ერთხელ საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი (1945) გახდა. 1948 წელს მიენიჭა საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება. სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისის ერთ-ერთ ახალგაზრდულ სპორტულ სკოლაში კალათბურთის მწვრთნელად.

წყარო: Баскетбол. Справочник / Составители З. А. Генкин, Е. Р. Яхонтов. — М.: Физкультура и спорт, 1983. — С. 201. — 224 с.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ასკ" თბილისი (1944-1949)
  • "დინამო" თბილისი (1935-1941)
  • "სტროიტელი" თბილისი (1930-1934)
  • თბილისის საბჭოთა ვაჭრობის მუშაკთა გუნდი (1924-1929)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - საქართველოს სსრ დამსახურებული მწვრთნელი
    კალათბურთი
  • 1948 - საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი
    კალათბურთი
  • 1946 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი.
    კალათბურთი
  • 1945 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი.
    კალათბურთი
  • 1944 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი
    კალათბურთი

გააზიარე: