შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ. |
ავთანდილ ქორიძე![]()
ბიოგრაფიადაიბადა თბილისში. ქართულ-რომაული სტილით მოჭიდავე. (67 კგ. წონითი კატეგორია). 1960 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. ჭიდაობა დაიწყო 1949 წლიდან. მწვრთნელი - პეტრე იორდანიშვილი. გამოირჩეოდა დახვეწილი ტექნიკით. სსრ კავშირის სპორტის ოსტატი 1956 წლიდან. 1957 - სსრკ ვიცე-ჩემპიონი (67კგ; ლენინგრადი); 1957 - საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი (67კგ; ახალგაზრდობის და სტუდენტთა მსოფლიო თამაშები); 1958 - სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (67კგ; ლვოვი); 1959 საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი (67კგ; ადრიატიკის თასი); 1960 - ოლიმპიური ჩემპიონი (67კგ; რომი); რომის ოლიმპიადის შედეგები: I წრე: მარიო დე სილვა (იტალია) - მოგება; II წრე: ბენ ჰონდრუპი (აშშ) - მოგება; III წრე: კიესტი ლეჰტონენი (უნგრეთი) - ფრე; IV წრე: ანასტასის მოისიდისი (საბერძნეთი) - მოგება; V წრე: დიმიტრ სტოიანოვი (ბულგარეთი) - მოგება; VI წრე, ოქროს მედლისთვის: ბრანკო მარტინოვიჩი (იუგოსლავია) - მოგება. 1960 სსრკ ვიცე-ჩემპიონი -(67კგ; სარატოვი); 1961 - მსოფლიოს ჩემპიონი (67კგ; იოკოჰამა, იაპონია). 1960 წელს, რომის ოლიმპიადის V წრეში ბულგარელ დიმიტრ სტოიანოვთან ორთაბრძოლის შემდეგ ავთანდილ ქორიძე დისკვალიფიკაციით დაისაჯა. მსაჯთა გადაწყვეტილება გაპროტესტდა, განხილვაში ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი როჟე კულონიც ჩაერთო და საბოლოოდ ქორიძეს ქულებით გამარჯვება მიეკუთვნა, მიუხედავად იმისა, რომ ორთაბრძოლისას ქართველმა სუფთად დაამარცხა მოწინააღდეგე. ავთანდილ ქორიძე 1966 წლის 11 აპრილს დაიღუპა თერჯოლაში მომხდარ ავტოავარიაში ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორ რომან ძნელაძესთან ერთად. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით, „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |