შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ. |
ვაჟა კრავეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. სამტრედიაში. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. 1975 წლიდან მუშაობს მწვრთნელად. დამსახურებული მწვრთნელი, სპორტის მოღვაწე. 1994 წლიდან ჭაბუკთა ნაკრების უფროსი მწვრთნელი. დღესაც განაგრძობს ბერძნულ-რომაულ (კლასიკურ) ჭიდაობაში მოღვაწეობას. გაზრდილი ჰყავს არაერთი მსოფლიო, ევროპის და ოლიმპიადის მედალოსანი. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონის - დავით ბედინაძისა და 2012 წლის ოლიმპიური თამაშების პრიზიორის - მანუჩარ ცხადაიას პირადი მწვრთნელი. მის მოსწავლეთა შორის ასევე არიან შმაგი ბოლქვაძე, ზვიად პატარიძე და სხვ. 2019 წელს ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ (UWW) ქართველი მწვრთნელი - ვაჟა კრავეიშვილი, მსოფლიო ჭიდაობაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდოთი და სერტიფიკატებით დააჯილდოვა. 2011 წლის 28 აპრილს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოში სპორტის განვითარება-პოპულარიზაციისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა მომზადების საქმეში შეტანილი წვლილისათვის, ნაყოფიერი სპორტული და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |