The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



მორის სახვაძე

მორის სახვაძე
დაბადების თარიღი:28 თებერვალი, 1937
გარდაცვ. თარიღი:21 იანვარი, 2011  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:ფარიკაობა

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. მოფარიკავე (ხმალი). საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. კლუბებს შორის ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1967), სსრკ სამგზის ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში (1960, 62, 64), მეორე პრიზიორი პირად (1964) და გუნდურ (1966) ჩათვლაში, სსრკ თასის მფლობელი (1963).  იმსაჯა XXII (1980, მოსკოვი) და XXV (1992, ბარსელონა) ოლიმპიური თამაშებში. XXVIII ოლიმპიადაზე (2004, ათენი) იყო ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის დელეგატი. მსაჯად იყო მიწვეული მსოფლიოს 15-მდე ჩემპიონატზე. 1992 წლიდან იყო ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის წევრი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  183 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ბურევესტნიკი" თბილისი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1968 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ტალინი
  • 1966 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი (ხმალი გუნდური.)
  • 1964 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მინსკი (ხმალი.)
  • 1964 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მინსკი (ხმალი გუნდური.)
  • 1962 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. კიევი (ხმალი გუნდური.)
  • 1960 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. სარატოვი (ხმალი გუნდური)
  • 1958 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი

გააზიარე: