The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



გივი ახვლედიანი

გივი ახვლედიანი
დაბადების თარიღი:17 ივლისი, 1918
გარდაცვ. თარიღი:29 აგვისტო, 2003  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:მწვრთნელი, ფრენბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. ფრენბურთელი, მწვრთნელი. თამაშობდა თბილისის "ნაუკასა" და "ლოკომოტივში", მოსკოვის ცსკა-ში (1952-55) და სსრკ ნაკრებში (1951-52). 1960-70-იან წლებში იყო სსრკ ვაჟთა და ქალთა ნაკრებების, ასევე მოსკოვის ცსკა-ს ვაჟთა და მოსკოვის "დინამოს" ქალთა გუნდების მთავარი მწვრთნელი. მსოფლიოსა (1952) და ევროპის (1951) ჩემპიონი, სსრკ ოთხგზის ჩემპიონი (1952-55). მისი ხელმძღვანელობით სსრკ ქალთა ნაკრები გახდა 1968 წლის მეხიკოს და 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი (1970), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1967, 71, 75); სსრკ ვაჟთა ნაკრები – ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი (1960, 62). მისივე თავკაცობით ცსკა-მ (1960, 62) და “დინამომ” (1968, 72) ორ-ორჯერ მოიგეს ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი. ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციამ დაასახელა XX საუკუნეში ქალთა გუნდების მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელთა სამეულში. ფრენბურთის დიდების დარბაზის წევრი 2003 წლიდან. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი და დამსახურებული მწვრთნელი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  327გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ლოკომოტივი" თბილისი
  • "ნაუკა" თბილისი
  • "ცსკა" მოსკოვი

გააზიარე: