The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



დიმიტრი შანიძე

დიმიტრი შანიძე
დაბადების თარიღი:8 თებერვალი, 1937
გარდაცვ. თარიღი:18 ნოემბერი, 2010  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:ძალოსნობა

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ დერჩში (წყალტუბო). ძალოსანი (60 კგ). XIX და XX ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი. (1968, მეხიკო და 1972,  მიუნხენი). მსოფლიოს ჩემპიონი (1973) და მეორე პრიზიორი (1974). მსოფლიოს ჩემპიონატში აკვრაში მოიგო მცირე ოქროს მედალი (1969). ევროპის ჩემპიონი (1972) და ოთხგზის მეორე პრიზიორი (1968, 69, 71, 74). ევროპის ჩემპიონატებში მოგებული აქვს სამი მცირე ოქროს მედალი (1972 – ატაცსა და აკვრაში, 1973 – აკვრაში). სსრკ ექვსგზის ჩემპიონი (1969-74) და ორგზის მეორე პრიზიორი (1968, 75). დამყარებული აქვს მსოფლიოს სამი რეკორდი: ორი აკვრაში – 153,5 კგ (1971), 156,0 კგ (1972) და ერთი სამჭიდში – 402,5 კგ (1972). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.

 წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  221 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "განთიადი" ქუთაისი

გააზიარე: