The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ნანა ალექსანდრია

ნანა ალექსანდრია
დაბადების თარიღი:13 ოქტომბერი, 1949  (74 წლის)
კატეგორია:ჭადრაკი

ბიოგრაფია

დაიბადა ფოთში. მოჭადრაკე. საერთაშორისო დიდოსტატი (1976). მსოფლიოს ჩემპიონობისთვის მატჩებში შეხვდა ნონა გაფრინდაშვილს (1975 – 3,5:8,5) და მაია ჩიბურდანიძეს (1981 – 8:8). საჭადრაკო ოლიმპიადების 6-გზის ჩემპიონი (1969, 74, 78, 80, 82, 86), აქედან სამჯერ (1969, 78, 82) თავის დაფებზე მოიპოვა მცირე ოქროს მედლები. საქართველოს ქალთა ნაკრების კაპიტანი სამ საჭადრაკო ოლიმპიადაზე (1992, 94, 96). ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი (1970). სსრკ სამგზის (1966, 68, 69) და საქართველოს სსრ სამგზის (1964, 65, 68) ჩემპიონი, საქართველოს სსრ კაცთა ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1980). მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ფიდეს ქალთა კომიტეტის თავმჯდომარე (1986-2002) და ცენტრალური კომიტეტის წევრი (1994-98), დიდოსტატთა საერთაშორისო ფედერაციის ქალთა საბჭოს თავმჯდომარე (1989-91), მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ვახტანგ ქარსელაძის სახელობის ჭადრაკის სკოლის დირექტორი, საჭადრაკო კლუბ “ნტნ”-ის პრეზიდენტი. ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენების კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  314 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "განათლების განყოფილება" თბილისი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1978 - ვერა მენჩიკის სახელობის თასი, მსოფლიო ოლიმპიადა. ბუენოს აირესი
  • 1977 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ლვოვი
  • 1976 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. თბილისი
  • 1975 - მეორე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. თბილისი და ბიჭვინთა
    მატჩი თბილისელ ნონა გაფრინდაშვილთან 35:8,5
  • 1974 - ვერა მენჩიკის სახელობის თასი, მსოფლიო ოლიმპიადა. მედელინა
  • 1972 - მეორე ადგილი, ევროპის ჩემპიონთა თასი. ვრნიაჩკა ბანია
  • 1971 - მესამე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. კისლოვოდსკი
    მატჩი მოსკოველ ალა კუშნირთან - 2,5:6,5
  • 1970 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონთა თასი. ვრნიაჩკა ბანია
  • 1969 - ვერა მენჩიკის სახელობის თასი, მსოფლიო ოლიმპიადა. ლუბლიანა
  • 1969 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. გორი
  • 1968 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. აშხაბადი - თბილისი
  • 1966 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. კიევი

გააზიარე: