ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
გიორგი მერკვილაძე
დაბადების თარიღი: | 1 აგვისტო, 1898 |
გარდაცვ. თარიღი: | 7 მაისი, 1987 (88 წლის ასაკში) |
კატეგორია: | ტანვარჯიში |
ბიოგრაფია
დაიბადა სოფელ შილდაში (ყვარელი). ცნობილი ტანმოვარჯიშე და სპორტის მოღვაწე, ფიზკულტურულ-სპორტული მოძრაობის ორგანიზატორი, ბავშვთა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ნოვატორი. ვარჯიშობდა გიორგი ეგნატაშვილის ხელმძღვანელობით, მუშაობდა მწვრთნელად, აღზარდა არაერთი ცნობილი ტანმოვარჯიშე. იყო აჭარის ფიზკულტურის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და “შევარდნის” უფროსი, ფიზკულტურის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, საქართველოს ფიზკულტურის უმაღლესი საბჭოს წევრი. მისი თაოსნობით შეიქმნა თსუ-ის ფიზკულტურის ფაკულტეტი (1933), თბილისში გაიხსნა ბავშვთა პირველი სპორტული სკოლა (1934) და სპორტული პროფილის სკოლა-ინტერნატი (1958), დაინერგა საწარმოო ტანვარჯიში, აშენდა სპორტული ბაზები. 32 წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს განათლების სამინისტროს ფიზაღზრდის ინსპექციის უფროსად და მეთოდკაბინეტის გამგედ, ხელმძღვანელობდა ქართული სპორტული ტერმინოლოგიის დამდგენ მუდმივმოქმედ კომისიას, გამოაქვეყნა 40-მდე სამეცნიერო-მეთოდური ნაშრომი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი, ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებული მუშაკი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედლის კავალერი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 322 გვ.
|