ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
იან ჰომერი
დაბადების თარიღი: | 31 მარტი, 1898 |
გარდაცვ. თარიღი: | 12 ნოემბერი, 1981 (83 წლის ასაკში) |
კატეგორია: | მწვრთნელი, ჩოგბურთი |
ბიოგრაფია
დაიბადა საბერძნეთში. ქართული საჩოგბურთო სკოლის ფუძემდებელი. საქართველოს ჩემპიონი 1918-27 წლებში, სსრკ პირველი სპარტაკიადის (1928) მეორე პრიზიორი, საქართველოს ნაკრების მოთამაშე-მწვრთნელი. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მუშაკი. ედუარდ ნეგრებეცკის, არჩილ მდივანის და თამარ გოგოლაურის პირველი მწვრთნელი. რეპრესირებულია 1937 წელს, რეაბილიტირებულია 1956-ში.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 324 გვ.
|