The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ბორის კოკორევი

ბორის კოკორევი
დაბადების თარიღი:20 აპრილი, 1959  (66 წლის)
კატეგორია:სასროლო სპორტი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. სასტენდო და ტყვიის სროლა. სპორტული კარიერა დაიწყო თბილისის "დინამოში" და 1978 წლიდან განაგრძო მოსკოვის "დინამოში". არის 5 ოლიმპიადის მონაწილე. 1996 წლის ატლანტის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი მცირეკალიბრიანი პისტოლეტიდან, 50მ სროლაში. 

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი  (1985, 1987, 1990, 1991) და ბრინჯაოს პრიზიორი (1990);  

ევროპის თექვსმეტგზის ჩემპიონი (1984-1997);

სსრკ თორმეტგზის და რუსეთის თექვსმეტგზის  ჩემპიონი;

სსრკ ორგზის და რუსეთის თხუთმეტგზის რეკორდსმენი;

სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. 



გააზიარე: