The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ციციშვილი

ირაკლი ციციშვილი
დაბადების თარიღი:12 სექტემბერი, 1922
გარდაცვ. თარიღი:19 იანვარი, 2013  (90 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილსის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1946 წელს.

1948-1951წწ. მუშაობდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის კათედრაზე ექიმ-ორდინატორად; 1951 წელს ამავე კათედრის ასპირანტია; 1960-1961წწ. იყო პედიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1961-1965წწ. სამკურნალო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1992 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიაში სპეციალიზაციის კათედრის პროფესორი; პარალელურად იყო პედიატრ-კონსულტანტი (1952-1992), სიცოცხლის ბოლომდე კი - პროფესორ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრული კლინიკის მთავარი კონსულტანტი; ავტორია 80-ზე მეტი სამეცნიერო შრომისა და 2 მონოგრაფიისა; იყო ჟურნალ "სოცილური და ეკოლოგიური პედიატრიის" მთავარი და საპატიო რედაქტორი; 1997-1998წწ. მიღებული აქვს სასწავლო წლის საუკეთესო პედასგოგის სიგელი პედიატრიაში, 2000 წელს საქველმოქმედო მოღვაწეობისთვის დასახელდა მესამე ათასწლეულის პიროვნებად. 1999 წელს ბავშთა კლინიკას, ირაკლი ციციშვილის სახელი ოფიციალურად ეწოდა, 2011 წელს კლინიკის ტერიტორიაზე გაიხსნა ი. ციციშვილის ვარსკვლავი. ექიმი-პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი (1992). ცნობილი ექიმის, მეან-გინეკოლოგის ნინო ვაშაკიძე-ციციშვილის შვილი, პლასტიკური ქირურგის დავით ციციშვილის მამა.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ვიტამინი C და კაროტინის შემცველობა ტუბერკულოზით დაავადებულ ექსპერიმენტულ ცხოველებში (ზღვის გოჭები) მკურნალობასთან დაკავშირებით", დაიცვა 1958 წელს.

წყარო: დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.423; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს პედიატრთა სამეცნიერო საზოგადოების გამგეობა, წევრი
  • საქართველოს პედიატრიული აკადემია, პრეზიდენტი (2008-2013)
  • საქართველოს საზოგადოება "თბილისელები", წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2012 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
  • 2003 - რუსთავის საპატიო მოქალაქე
  • 1999 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1958 - მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: