შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლამარა ვაშაკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1974 წელს. 1974–1976წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფთიზიატრიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1976–1980წწ. ტუპერკულიოზის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დიაგნოსტიკური განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი; 1980–1992წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფთიზიატრიის და პულმონოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1992–1994წწ. ამავე კათედრის დოცენტი; 1994 წლიდან აღნიშნული კათედრის გამგე. ავტორია 57 სამეცნიერო ნაშრომის; ეკუთვნის ორი რაციონალიზატორული წინადადება, ორი მეთოდური რეკომენდაცია. პროფესორ ზურაბ კალანდაძის მეუღლე და პოლიტიკოს ნინო კალანდაძის დედა. ექიმი პულმონოლოგ–ფთიზიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფილტვის ქრონიკული დესტრუქციული ტუპერკულიოზის მკურნალობის ეფექტურობა ბაქტერიაგამოყოფის მასიურობის დინამიკის მიხედვით", დაიცვა 1984 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "სასუნთქი სისტემების არასპეციფიკური ანთებითი დაავადებები ფილტვის ტუპერკულოზის ქრონიკული ფორმებისა და მეტატუბერკულოზური ცვლილებების მქონე პირებში", 1994 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.103 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |