Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლუარსაბ იაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1931 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფ. ვ. ვილშაუს სავიოლინო კლასი) 1931 წელს. 1932–1935 წლებში სწავლობდა ლენინგრადის ნ. რიმსკი-კორსაკოვის სახელობის კონსერვატორიის ასპირანტურაში (ალტის კლასი, ხელმძღვ. პროფ. პ. სოსინი). 1925–1928 წლებში უკრავდა "ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოების" ორკესტრში, საოპერო სტუდიისა და რუსთაველის თეატრის ორკესტრში. 1928–1945 წლებში იყო საქართველოს პირველი სიმებიანი კვარტეტის შემადგენლობაში (ალტი), როგორც სოლისტი და კონცერტმაისტერი. სისტემატურად გამოდიოდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიისა და რადიოს ორკესტრებში. 1935 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიასა (1947 წლიდან პროფესორი) და ზ. ფალიაშვილის სახ. ცენტრალურ სამუსიკო ათწლედში. 1935 წელს კონსერვატორიაში დააარსა სპეციალური ალტის კლასი. მისი მოწაფეები იყვნენ მევიოლინეები: ი. ლეუსი, ჰ. შავერდიანი, გ. მელიქიშვილი, მისი ქალიშვილები: მარინე, ირინე და ნანა იაშვილები, ალტისტი ა. ბეგალიშვილი, კომპოზიტორები: რ. ლაღიძე, ირ. გეჯაძე, შ. შილაკაძე. 1967–1974 წლებში მოღვაწეობდა ეგვიპტეში ქ. კაიროს კონსერვატორიაში პედაგოგად. წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 115; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.35 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |