| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რობერტ სტურუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნაბაკევი, დაბა კულაში (სამტრედიის რაიონი). სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში 1933 წლიდან; მოსკოვის სურიკოვის სახელობის სამხატვრო ინსტიტუტში მონუმენტური ფერწერის ფაკულტეტზე 1939 წლიდან. მუშაობდა მხატვრად შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. მისი ნამუშევრებია: "გამარჯვების ზეიმი" - ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის თეატრის დარბაზის პლაფონის მოხატულობა (1945-1950); "ხალხთა მეგობრობა" - სოფელ შრომის (ოზურგეთის რაიონი) კულტურის სახლის დარბაზის პლაფონი (1953-1956); "ბოროტსა სძლია კეთილმან" - მეშახტეთა კულტურის სახლი, ტყიბული (1957-1960); ჭიათურაში, მეტალურგთა კულტურის სახლის პლაფონი; გმირულ-რომანტიკული ხასიათის მონუმენტური მოხატულობა თბილისში საქართველოს სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე და სხვა. ასევე მუშაობდა დაზგურ ფერწერაშიც, პორტრეტის ჟანრში. შექმნა ისტორიულ პირთა და თანამედროვეთა პორტრეტები: "შოთა რუსთაველი", "თამარ მეფე", "დავით გურამიშვილი", "ნინო ჭავჭავაძე", "პ. კობახიძე", "კ. კალაძე", "ვ. გელოვანი" და სხვა. აღსანიშნავია მისი შესრულებული საქართველოს სხვადასხვა კუთხის პეიზაჟები. საგულისხმოა ნამუშევრებიც წიგნის გრაფიკაში. ფერმწერ-მონუმენტალისტი. მონუმენტური ფერწერის თვალსაჩინო წარმომადგენელი. რეჟისორ რობერტ სტურუას მამა. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.324; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.343; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

