Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კონსტანტინე მარჯანიშვილი![]()
Biographyდაბადების დგილი: ქ. მოსკოვი. დაამთავრა ლენინგრადის უნივერსიტეტი 1924 წელს. 1925–1927წწ. საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატის მივლინებით იმყოფებოდა ლაიფციგში; 1927 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნ. მუსხელიშვილის ასისტენტად; 1927–1933წწ. კითხულობდა ლექციებს ამიერკავკასიის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; იყო თბილისის ენერგეტიკის ინსტიტუტის მათემატიკისა და მექანიზაციის კათედრის გამგე; აქტიურად მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მათემატიკის ინსტიტუტის დაარსებაში. 1934–1981წწ. მუშაობდა მოსკოვში ვ. სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში; 1949–1951წწ. იყო მოსკოვის კავშირგაბმულობის ინსტიტუტში მათმატიკის კათედრის გამგე; 1953 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კი – კვლავ მათემატიკის ინსტიტუტის გამოყენებითი გამოთვლების განყოფილების გამგე. ძირითადი შედეგები მიღებული აქვს რიცხვთა ადიციურ თეორიასა (რიცხვების წარმოდგენა ხარისხების ჯამების სახით) და გამოყენებით მათემატიკაში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე დაწესებულია კ. მარჯანიშვილის სახელობის სტიპენდია, თბილისში არის კ. კ. მარჯანიშვილის სახელობის ქუჩა. რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის შვილი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.644; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.567 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |