| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო ყიფიანი![]()
Biographyჩართული იყო ეროვნულგანმათავისუფლებელ მოძრაობაში, რის გამოც რამდენჯერმე დააპატიმრეს. სავარაუდოდ, ნინო ყიფიანი 1904 წლის აპრილის ჟენევის ინტერპარტიული კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორიც იყო. მკვლევარი თამაზ ჯოლოგუა ვარაუდობს, რომ კონფერენციაზე "ტეზრელის" ფსევდონიმით წარდგენილი მოხსენება, სადაც ავტორი ასაბუთებდა საქართველოს დამოუკიდებლობის აუცილებლობას, ნინო ყიფიანს ეკუთვნოდა. ნიკოლოზ ყიფიანის ქალიშვილმა, განათლება ბრიუსელის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე მიიღო. ის იყო რუსეთის იმპერიიდან პირველი იურისტი ქალი, რომელმაც ბრიუსელში იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, იგი მონაწილეობდა ქართველი სამხედრო ტყვეების გათავისუფლებისა და სამშობლოში დაბრუნების საქმეში. 1920-იანი წლების დასაწყისში სამშობლოში დაბრუნდა, თუმცა ტუბერკულოზით მძიმედ დაავადებული ქვიშხეთში, პაპისეულ სახლში გარდაიცვალა. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეურის, დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილი, ელისაბედ და ბარბარე ყიფიანების და. წყარო: ქართველი ქალები ემიგრაციაში/ტექსტის ავტორი რ. დაუშვილი. -თბ., 2024. -გვ.-162-163
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

