The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ გაფრინდაშვილი

მიხეილ გაფრინდაშვილი
Date of birth:21 January, 1927
Date of death:25 January, 1999  (at 72 years)
Burial location:საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Historian, Literary scholar, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჭაბუკიანი, ლაგოდეხის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ფილოლოგიის ფაკულტეტი 1946 წელს, ასპირანტურა-ისტორიის სპეციალობით 1949 წელს.

1948-1955 წლებში პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1955-1961 წლებში იყო პარტიულ სამუშაოზე; 1961-1964 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1964 წლიდან  ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1983 წლიდან დირექტორის მოადგილე; 1972-1976 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელერადიოკომიტეტში; 1976-1983 წლებში საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში კათედრის გამგედ; იყო საქართველოს ისტორიის ნარკვევების ერთ-ერთი ავტორი (მე-4 და მე-5 ტომები), რისთვისაც მიენიჭა სახელმწიფო პრემია. მ. გაფრინდაშვილის უკანასკნელი ნაშრომი "ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორია უძველესი დროიდან მეოცე საუკუნემდე", ხელნაწერის სახით დარჩა და გამოიცა მისი გარდაცვალების შემდეგ. იკვლევდა ქართული კულტურის, ისტორიის, საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიისა და თეორიის პრობლემებს. მისი სახელი მინიჭებული აქვს სკოლას, სადაც სწავლობდა (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, აფენის N1 საჯარო სკოლა), თბილისში, საბურთალოს რაიონში, ქოშიგორაზე ერთ-ერთ ქუჩას. ისტორიის დოქტორის ნათელა კაპანაძის მეუღლე. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997. გვ.565

Awards and Honors

  • 1982 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: