Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პლატონ კორიშელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი დიმი, ბაღდადის რაიონი. დაამთავრა გ. ჯაბადარის თეატრალური სტუდია 1920 წელს. მუშაობდა ბათუმის როტშილდის ქარხანაში. 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის იძულებული გახდა უკრაინაში წასულიყო, სადაც 1906-1908 წლებში დრამატულ დასში მოღვაწეობდა. ბათუმში გასტროლების დროს პ. კორიშელი ლადო მესხიშვილს წარუდგინეს, რომელმაც ის სამუშაოდ ქართულ თეატრში მიიწვია. სხვადასხვა წლებში მსახიობი მოღვაწეობდა: ქუთაისის თეატრში (1906-1911), შ. დადიანის "მოგზაურ დასში" (1911-1914), თბილისის სახალხო სახლში (1914-1918), რუსთაველის თეატრში (1920-1936). რუსთაველის თეატრში მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: ფლორენი (ლოპე დევეგას "ცხვრის წყარო"), მაიკლ ჯეიმსი (ჯ. სინგის "გმირი"), გველეშაპი (ი. გედევანიშვილის "სინათლე"), ზაალი (ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში"), პედჟი (შექსპირის "ვინძორის ცელქი ქალები"), მოურავი, მათია, მანსური (ს. შანშიაშვილის "ლატავრა", "მათრახის პანაშვიდი", "ანზორი"), პარმენი (ნ. აზიანის "დეზერტირკა"), მოხუცი ვაჭარი, ქურუმი ზურბანო (ა. გლებოვის "ზაგმუკი"), ჩაპლაგარა (კ. ლიპსკეროვის "კარმენსიტა"), ადმირალი მალცინი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა") და სხვ. პ. კორიშელი 1936 წელს დაპატიმრებული იქნა, როგორც ს. ახმეტელის თანამზრახველი. მუსიკოსისა და მოქანდაკის ბოცო კორიშელის მამა. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1993.- გვ.66-67; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 174-175 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |