Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსი ფანჩულიძე![]()
Biographyვახტანგ VI-ის ამალის წევრის, დავით მათეს ძე ფანჩულიძის, შუათანა ვაჟი, რუსეთის არმიის გენერლების ივანე და სიმონ ფანჩულიძეების ძმა. 1784 წელს ჯანმრთელობის გამო სამხედრო სამსახური მიატოვა და სარატოვში (სადაც მამამისიც ცხოვრობდა) ჩამოვიდა და სახელმწიფო სამსახურში ჩადგა; 1801 წელს დაინიშნა სარატოვის ვიცე-გუბერნატორად; 1804 წელს მიიღო "Статский Советник"-ის ჩინი; 1808 წლის მაისში დაინიშნა სარატოვის გუბერნატორად; 1810 წელს მიიღო "Действительный Статский Советник"-ის წოდება. მას ეკუთვნოდა სოფელ ბესსონოვკაში 200-მდე ყმა და სახლი სარატოვში, რომელიც შემდეგ ქალაქს გადასცა გიმნაზიისათვის. ალექსი ფანჩულიძის სახელს უკავშირდება: სარატოვის ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის აშენება, ვაჟთა გიმნაზიის (1820 წლის აგვისტო) გახსნა, თეატრისა და ტიპოგრაფიის დაარსება. 1826 წელს თანამდებობიდან გაანთავისუფლეს (სრული პანსიონის, 3 000 მანეთის, შენარჩუნებით). გარდაიცვალა თავის მამულში. მეოცე საუკუნის ბოლოს სარატოვში ძეგლი დაუდგეს. თავადი, რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე, სარატოვის გუბერნატორი. წყარო: დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი: diaspora.gov.ge; ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ზურაბ ქუთათელაძე.-თბ.,2011.-გვ.158
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |